Quantcast
Channel: New Warez Portal
Viewing all articles
Browse latest Browse all 1232

კოაქსიალური , TP, STP, UTP და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები

$
0
0

კოაქსიალური , TP,  STP, UTP და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები 

ოაქსიალური კაბელი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული თავისი ფასის, წონისა და პრაქტიკულობის და ასევე დაყენების სიმარტივის გამო. მარტივი კოაქსიალური კაბელი შედგება სპილენძის გამტარის, მასზე შემოხვეული

შედგება სპილენძის გამტარის, მასზე შემოხვეული საიზოლაციო შრის, მეტალის წნულისა (ეკრანის) და გარე გარსისაგან. ზოგჯერ მეტალის წნულის გარდა აქვს ფოლგის ფენაც ასეთს ეწოდება კაბელი ორმაგი ეკრანიზაციით. ძლიერი შეფერხებების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას კაბელი ოთხმაგი ეკრანიზაციითაც. იგი შედგება ორი ფოლგის 
ფენისა და ორი მეტალის წნულის ფენისაგან. ელექტრული სიგნალები გადაიცემა სპილენძის გამტარში. ეს გამტარი გარშემორტყმულია დიალექტრიკული ფენით,

რომელიც მას მეტალის წნულისაგან გამოყოფს. წნული მიწის როლს ასრულებს და იცავს გამტარს ელექტრული სიგნალისა და გადამკვეთი შეფერხებებისაგან. გადამკვეთი შეფერხებები არის ელექტრული დაზიანება, რომელსაც იწვევს სიგნალები მეზობელ გამტარებში. გამტარი და მეტალის წნული ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს, რადგან შეიძლება
წარმოიშვას მოკლე ჩართვა და მონაცემები დამახინჯდეს. კოაქსიალური კაბელი შეფერხებების მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე ხვეულა წყვილი და სიგნალების მილევაც
ნაკლებია მასში. სიგნალის მილევა არის სიგნალების შესუსტება კაბელში გავლისას.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1232

Trending Articles